NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

22 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 757 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით , „დედამიწის დღე“ ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით, მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

„დღეს მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

 

2018 წელს „დედამიწის დღის“ დევიზია „პლასტიკის ერის დასასრული“. დღეს დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. „დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა.

კომენტარები

დასუფთავება თბილისი ლისის ტბა მერია 2018-04-22
Tags დასუფთავება თბილისი ლისის ტბა მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო

შემდეგი სტატია

ქაბულში ტერაქტს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსგავსი სტატიები

“თიბისის” საკითხთან მიმართებაში უფრო მაღალი დოზაა პოლიტიკური, ვიდრე ამის აუცილებლობაა

“თიბისის” საკითხთან მიმართებაში უფრო მაღალი დოზაა პოლიტიკური, ვიდრე ამის აუცილებლობაა

18 თებ 2019
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში“

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში“

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

07 სექ 2018

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge