NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე – 10 მთავარი ჯილდოდან  4 ქართულ ფილმებს გადაეცა

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე – 10 მთავარი ჯილდოდან  4 ქართულ ფილმებს გადაეცა

22 აპრ 2018 ახალი ამბები, კულტურა, მნიშვნელოვანი 783 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  10 მთავარი ჯილდოდან  4  ქართულ ფილმებს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;
Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა”. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად  ჯილდო მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს – ანა ურუშაძეს გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის “დედე”.

“ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (ფესტივალი 2011 წელს დაარსდა) პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.

საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან  ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო”- ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კინო პეკინი ფესტივალი ჯილდო 2018-04-22
Tags კინო პეკინი ფესტივალი ჯილდო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აქციას აანონსებს

შემდეგი სტატია

ქართული ფილმის ტრიუმფი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

მსგავსი სტატიები

„ქუცნაშვილის განცხადება არ არის უბრალო განცხადება, რომელიც შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს“

25 ოქტ 2017
ვახტანგ შაქარიშვილი: „მიწისქვეშა პარკირების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა“

ვახტანგ შაქარიშვილი: „მიწისქვეშა პარკირების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა“

29 ივნ 2018

Twenty main Strategies to Make Your Web-site Trustworthy To Your Visitors

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge