უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, გუნდში დაპირისპირების ნიშნები არის და ამის მოგვარება დროულად უნდა მოხდეს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრობლემა თავისთავად ვერ მოგვარდება. უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირაში ჩატარდება.
„უმრავლესობაში არის დაპირისპირების ნიშნები და ამას მკურნალობა სჭირდება, შესაბამისად, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანკურნება მოხდება, ეს მცდარი წარმოდგენაა, თვითგანკურნებით ეს პრობლემა არ დაიძლევა, ამიტომაც ვინც ვალდებულია ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, იმან უნდა აიღოს ინიციატივა თავის ხელში“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
კომენტარები