NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

20 აპრ 2018 ახალი ამბები 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან საუკეთესო მაგალითები იქნება გადმოტანილი.

„გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი კონცეფცია, ხედვა ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წინასაარჩევნოდ ბევრს ვსაუბრობდი ამ დარგის განვითარებაზე. ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარებას, ხმაურის რეგულირებას, უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარებას. პროექტის განხორციელებაში კი, თითოეული მოქალაქისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„გვქონდა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ზოგადად, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, რომელსაც ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ. ასევე, ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარებაა. კახა კალაძის თქმით, კონცენტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა მოხდეს.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა იზრდება, რომელთან დაკავშირებითაც, ღამის ეკონომიკის განვითარების ასპექტში, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მოხდება.

კომენტარები

კახა კალაძე პროექტი წარდგენა 2018-04-20
Tags კახა კალაძე პროექტი წარდგენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შემდეგი სტატია

თბილისში მოლდოვის პრეზიდენტს ლევან ვასაძე მასპინძლობს

მსგავსი სტატიები

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძე თავისუფალია

09 დეკ 2017
საქართველოს ბანკმა GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ბანკმა GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

31 დეკ 2018
მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

21 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge