NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა

შსს-მ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა

19 აპრ 2018 ახალი ამბები 548 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა.

ამჯერად, სპეცოპერაცია საქართველოში ჩატარდა. ევროპოლთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში – 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი – 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.

ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან – მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს.

ქურდულ სამყაროსთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაუჭირა მხარი და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება და დანაშაულად ცხადდება მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, კერძოდ: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

დაკავება ევროპოლი კრიმინალური სამყარო მამუკა ჭელიძე სპეცოპერაცია შსს 2018-04-19
Tags დაკავება ევროპოლი კრიმინალური სამყარო მამუკა ჭელიძე სპეცოპერაცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შემდეგი სტატია

„ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები“

მსგავსი სტატიები

ზაზა გაბუნია: სრული მორალური, კაცური და ადამიანური მხარდაჭერა გიორგი კვირიკაშვილს!

20 დეკ 2017

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ოთარ აბესაძეს თავდებში უდგებიან

09 იან 2018
“კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება”

“კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება”

23 იან 2019

უახლესი ამბები

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge