NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურის შუამდგომლობით ერთი მსჯავრდებული გამართლდა, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე კი გადაისინჯება

პროკურატურის შუამდგომლობით ერთი მსჯავრდებული გამართლდა, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე კი გადაისინჯება

19 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ ზაზა სამხარაძის საქმე გადაისინჯება, მასთან ერთად განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მოქალაქე გიორგი კუპრეიშვილის მიმართაც იქნა მიღებული, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: ზაზა სამხარაძე, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 2011 წლის მაისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დასჯის მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა ზაზა სამხარაძის დაკავება და დანაშაულის პროვოკაციის მოწყობა. 2011 წლის 06 ივნისს, საღამოს საათებში ზაზა სამხარაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე მივიდა სამართალდამცავების აგენტ-პროვოკატორი რ.ნ.,

რომელსაც ზაზა სამხარაძის მეუღლისთვის სურდა ყვავილების გადაცემა, რასაც მათ შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, ზაზა სამხარაძე დაკავებულ იქნა რ.ნ.-ის სხეულის დაზიანების გამო. 2011 წლის 15 აგვისტოს, ზაზა სამხარაძის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგაგამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა ე.წ. ,,დაზარალებულის” რ.ნ.-ის კავშირები სამართალდამცავებთან და მათი არალეგიტიმური დაინტერესება ზაზა სამხარაძის პიროვნების მიმართ. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება

ასევე მიღებულ იქნა ყოფილი სამართალდამცველის გიორგი კუპრეიშვილის მიმართაც, რომელსაც 2006 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც სამართალდამცავს ჰქონდა კავშირები და ჰყავდა დიდი სანაცნობო წრე, რაც შეიძლება მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. 2004 წლის 05 მაისს, აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში,

სადაც 1 დღე უკანონოდ ჰყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი მიიყვანესქ.თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულშენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის” შენობაში განთავსებულდროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი. გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა,

მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულიად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით. ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი კუპრეიშვილის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, საქართველოს უზენაესმა

სასამართლომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მონაწილე მსჯავრდებული იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) გაამართლა. 2007 წლის 04 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, იგი შეუერთდა აქციის მონაწილეებს, სადაც მან საჯაროდ დახია მმართველო პარტიის მოწმობა. ამ ფაქტიდან, რამოდენიმე დღეში, 2007 წლის 13 ნოემბერს, მასთან სახლში შევიდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საძინებელ ოთახში მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” და მოახდინეს მისი დაკავება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განაჩენით იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) გასამართლებულ იქნა ცრუ ბრალდებით – ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით, ისე რომ მას ეს არ მოუთხოვია, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობითდეპარტამენტმა სასამართლოს 56 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, ამათგან 12 მათგანი ატარებს პოლიტპატიმრისსტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთაშესახებ” საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

კომენტარები

განაჩენი მართლმსაჯულება მოწმეები მსჯავრდებულები პროკურატურა 2018-04-19
Tags განაჩენი მართლმსაჯულება მოწმეები მსჯავრდებულები პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ GOOGLE და FACEBOOK–ი ინფორმაციით მანიპულირებენ

შემდეგი სტატია

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება

მსგავსი სტატიები

პრემიერი – სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე

პრემიერი – სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე

27 დეკ 2018

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავეს

19 სექ 2017
გურამ კაშიამ ერედივიზიონში გაიტანა

გურამ კაშიამ ერედივიზიონში გაიტანა

19 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge