ჟურნალ People- ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი პინკი (ალიშა ბეთ მური – Alecia Beth Moore) გახდა.
ამ სიახლეზე გამეცინა, განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა. ცნობისათვის, 2016 წელს ჟურნალ People წლის ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსი ჯენიფერ ენისტინს მიანიჭა, 2017 წელს კი ჯულია რობერტს.
” 2018 წელს შევცვალეთ ფორმულირება, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ეს არ არის სილამაზის კონკურსი. როგორც ადრე, ახლაც ჩვენი ნომრის გმირები ყველანაირი გარეგნობის ქალები და მამაკაცები იქნებიან. ჩვენ ავღნიშნავთ მათ პირად თვისებებს, არტისტიზმს, შინაგან ძალს – აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა ჯეს კარლმა.
“ვფიქრობ, ჩემი გამარჯვება შვილებმა განაპირობეს. საინტერესოა, 20 წლის შემდეგ ჩემი ვაჟი დანანებით გაიხსენებს საკუთარ პირველ ფოტოს ჟურნალის გარეკანზე? ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა” – განაცხადა პინკმა.
ცნობისათვის, ჟურნალის გარეკანზე 38 წლის პინკისა და მისი შვილების, უილოუსა და ჯეიმსონის ფოტო გამოქვეყნდა.
კომენტარები