“არავინ არ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში ისე ხისტად, როგორც მე ვიქცევი. ერთი თვის წინ ჩვენ ძალიან სასტიკი შეტაკება გვქონდა სირიაში დაქირავებულ რუს მეომრებთან.
ბევრი ადამიანი დაიღუპა და ეს სამწუხაროა. ვიმეორებ, არავინ ეპყრობა რუსეთს ისე ხისტად, როგორც მე. …და რუსეთი თქვენ გეტყვით, რომ არავინ არის დონალდ ტრამპზე მკაცრი“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ სანქციებს მაშინ დავაწესებთ, როდესაც რუსეთი ამას სინამდვილეში დაიმსახურებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში რუსეთის საელჩომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ჯერ არ გეგმავს მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას.
ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს.
კომენტარები