ჰაერში ყოფნისას თვითმფრინავის Boeing 737-700-ის ძრავის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. Reuters-ის ინფორმაციით, უჩვეულო შემთხვევა აშშ-ში მოხდა. Southwest Airlines-ის თვითმფრინავს 149 მგზავრი ნიუ იორკიდან დალასში გადაჰყავდა, როდესაც ერთ-ერთი ძრავი აფეთქდა და მისმა ნაწილმა მგზავრი მოკლა, ხოლო კიდევ ერთი მგზავრი კი ილუმინატორიდან გადავარდნას ძლივს გადაურა.
თვითმფრინავმა ავარიული დაშვება ფილადელფიაში განახორციელა.
ამ შემთხვევამდე, აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრი ბოლოს 2009 წელს გარდაიცვალა.
კომენტარები