NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

18 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 550 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 კილოზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 800 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე მეტია.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომენტარები

დაკავება ნარკოტიკი შსს 2018-04-18
Tags დაკავება ნარკოტიკი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაერო-ში აშშ-ს ელჩი თეთრ სახლს აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

„გამკაცრდება ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“

მსგავსი სტატიები

ზურაბიშვილი: რა შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციებითა და ლანძღვა გინებით საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობას თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში?

24 სექ 2018
მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ – სესიაშვილის ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ – სესიაშვილის ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

News 18 მარ 2019
„როდესაც ვინმეს მოუყვებით „მსუბუქი“ ნარკოტიკების ქვეშ როგორი „სასწაული“ დრო ატარეთ, მიმოიხედეთ, ვინმე ბავშვი ხომ არ გისმენთ“

„როდესაც ვინმეს მოუყვებით „მსუბუქი“ ნარკოტიკების ქვეშ როგორი „სასწაული“ დრო ატარეთ, მიმოიხედეთ, ვინმე ბავშვი ხომ არ გისმენთ“

15 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge