სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება. დოკუმენტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღსა და მასალების შესაძლო გავრცელებას.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს. საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება.
სუს-ის ანგარიშში ასევე საუბარია ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მისი გამოყენების მექანიზმებზე. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უცხო ქვენების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორ საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა წარმოადგენს. საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ “ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპრომატების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოიყენებით, სასურველი შედეგით მიღებას ცდილობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტერორიზმთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
კომენტარები