„პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა გაიაზროს საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, აბაშიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით
„ჩვენი ამოცანა არასდროს არ ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუტთან ბრძოლა და უფრო მეტიც, მთელი ამ წლების მანძილზე ევროპული საქართველო იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იცავდა პრეზიდენტს და მომავალშიც დაიცავს ქართული ოცნების უსამართლო შეტევებისგან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს მითუმეტეს პრეზიდენტს გააჩნია მისი პასუხისმგებლობა და როდესაც ხდება ასეთი შემზარავი დანაშაული უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და უნდა აიღო შენს თავზე ტვირთი, რასაც ჰქვია საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე.
ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა ეს არის არასერიოზული. მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკეთესი იქნება დაკავდნენ საკუთარი საქმით, სამომავლოდ უკეთ შეასრულონ ის ფუნქციები, რომლის შედეგიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ზრდადი კრიმინალისგან, რაშიც სხვათაშორის თავიდან ბოლომდე ბრალი მიუძღვის ქართულ ოცნებას და მათ პოლიტიკას დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კომენტარები