პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, უმრავლესობაში უპასუხეს. გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი ალბათ მომგებიანია.
„თუ ჩვენ ვიღაც დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქათველოსთან“, ამით პოლიტიკურად ჩვენ ვზარალდებით, იმიტომ რომ ელე„ტორალურადაც და ჩვენი პოლიტიკური საჯარო პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ და „ევროპული საქართველო“ კონცეპტუალურ საკითხებზე საერთო პოზიციებს ვერ უნდა ვნახულობდეთ. ანალოგიურად, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლისთვისაც არ არის მისაღები „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანობა და აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი, რომ ჩვენ ერთად ვართ, არის ალბათ მომგებიანი“,-განაცხადა ფოფხაძემ.
კომენტარები