NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

17 აპრ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1605 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს სედანის სეგმენტის ფლაგმანი Toyota Camry-ს, ახალი მე-8 თაობის მოდელი წარუდგინა. პრეზენტაციის ფორმატი ტრადიციულად განსხვავებული და მეტად ორიგინალური გახლდათ. „წარმატება არ არის დასასრული, ის მხოლოდ დასაწყისია, რადგან სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი!“ – ეს გახლდათ პრეზენტაციის მთავარი სლოგანი რომელიც სრულად პასუხობს „ტოიოტა კამრის“ ახალ შესაძლებლობებს.

მე-6 თაობის შემდეგ „კამრი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით „კამრი“ რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში, ახალ მოდელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მე-8 თაობის „კამრი“ სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინის და ინჟინერის ფილოსოფიას. ახალი “კამრის” დიზაინი წინამორბედზე გაცილებით დახვეწილია, იაპონელების მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი Toyota Camry-ს პროპორციები უფრო დინამიკურია. წინა მოდელს ასეთი ცოცხალი და ემოციური დიზაინი არ ჰქონდა – ახლა კი „კამრი“ უფრო ახალგაზრდული ავტომობილი გახდა. თვლების ბაზა 50 მილიმეტრითაა გაზრდილი, რაც მეტ დინამიკასთან ერთად, მეტ სივრცესაც ნიშნავს. ეს განსაკუთრებით სალონის უკანა განყოფილებას ეხება, სადაც ახლა გაცილებით მეტი სივრცეა.

სრულად ახალია ავტომობილის ინტერიერის დიზაინიც. სალონში მაშინვე თვალში მოგხვდებათ S-ფორმის ხაზი ცენტრალურ კონსოლზე. ცენტრალური მომსახურების ელემენტი კი დიდი სენსორული ეკრანია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც.

„კამრით“ პირველივე გასეირნებისას შეამჩნევთ – ავტომობილი გაცილებით მანევრული და დინამიკური გახდა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. მძღოლის სავარძელიც 20 მილიმეტრით უფრო ღრმადაა მოთავსებული, შესაბამისად საჭესთან მძღოლს შეეძლება უფრო სპორტულად იგრძნოს თავი – რამდენადაც ეს ამ კლასის სედანშია შესაძლებელი. ახალი „კამრი“ მოსახვევებშიც გაცილებით უფრო მდგრადია.

„კამრი“ მისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებშიც დაიხვეწა –  კომფორტი და უსაფრთხოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის თვალსაზრისით ახალმა მოდელმა ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. იაპონელებმა განსაკუთრებული ყურადღებახმაურიზოლაციის ოპტიმიზაციას დაუთმეს. მაღალ სისწრაფეზეც კი სალონში სრული სიჩუმე ნარჩუნდება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის დამსახურებაა.

რაც შეეხება ძრავებს, ახალი „კამრი“ ხელმისაწვდომია ბენზინის სრულად ახალი, 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავით და ასევე ახალი 3,5-ლიტრიანი V6 აგრეგატით. სრულად ახალია CVT გადაცემათა კოლოფიც (ე.წ. ვარიატორი) და 8-საფეხურიანი ავტომატიკაც.

[R]

კომენტარები

თეგეტა მოტორსი კამრი ტოიოტა ტოიოტა ცენტრი ტოიოტა ცენტრი თეგეტა 2018-04-17
Tags თეგეტა მოტორსი კამრი ტოიოტა ტოიოტა ცენტრი ტოიოტა ცენტრი თეგეტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

შემდეგი სტატია

„თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი ალბათ მომგებიანია“

მსგავსი სტატიები

„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება“

„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება“

14 ნოე 2017
„გადადგა ნაბიჯი როგორც იქნა შსს-მ. 16:00 საათზე დამიბარეს დაკითხვაზე“

„გადადგა ნაბიჯი როგორც იქნა შსს-მ. 16:00 საათზე დამიბარეს დაკითხვაზე“

13 ივნ 2018
სააკაშვილი: „ამ ხის ქვეშ ჩაფიქრებული ყველა სურვილი ხდება, ჩვენ უკრაინისთვის ჩავიფიქრეთ“

სააკაშვილი: „ამ ხის ქვეშ ჩაფიქრებული ყველა სურვილი ხდება, ჩვენ უკრაინისთვის ჩავიფიქრეთ“

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge