NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს

17 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 603 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების აქტის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების კომისიის მორატორიუმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარადგენენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს შეწყალების მექანიზმი.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დროებით ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა. ჩვენ ამ პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ გვქონდეს ფართო კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ თემებზე ინტენსიურად მუშაობენ და ფლობენ კონკრეტულ ცოდნას, გამოცდილებას და დაეხმარებიან შეწყალების კომისიას, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, რათა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში საკითხების განხილვის სტანდარტი მაქსიმალურად მაღალი იყოს. საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული დროით ადამიანების იზოლაცია მოხდება ციხეში და ამით პრობლემები აღმოიფხვრება, ამ მიდგომით ძალიან შორს ვერ წავა სახელმწიფო. სახელმწიფოს სჭირდება მანამდეც და შემდგომაც ძალიან კარგად გააზრებული კომპლექსური მიდგომები დანაშაულის პრევენციისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იხდიდა სასჯელს, თუმცა ის პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრა და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა.

კომენტარები

ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისია 2018-04-17
Tags ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

BGEO-მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო

შემდეგი სტატია

სოცსააგენტო ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განმარტავს

მსგავსი სტატიები

რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ – მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ – მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

ირაკლი შალიკაშვილი 23 სექ 2019
“აჭარის” ჟურნალისტზე მებაჟის სავარაუდო ძალადობას შსს იძიებს

“აჭარის” ჟურნალისტზე მებაჟის სავარაუდო ძალადობას შსს იძიებს

25 სექ 2017

საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგების აქცია დაიწყო

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge