ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ მარგველაშვილს რომ ასახელებდეს, რას იტყოდნენ ის მეოცნებენი, ვინც დღეს პრეზიდენტს შეწყალების აქტისთვის უპასუხისმგებლოს, ინფანტილურს და ცანცარას ეძახიან, ამის შესახებ „
„ცხადია, ოდნავ უკან გადაწეული თავით და ზე-აპყრობილი მზერით განგვიმარტავდნენ, რომ არაცივილიზებული მიდგომა იქნებოდა, თუკი სახელმწიფოს მეთაურს პასუხს მოვთხოვდით, მის მიერ კანონიერად შეწყალებული (მოსამართლეს – მის მიერ კანონიერად გამართლებული, პროკურორს – მის მიერ კანონიერად პასუხისგებაში არ მიცემული, პარლამენტის წევრს – მის მიერ კანონიერად ამნისტირებული) პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის…
მე არ ვთვლი, რომ გიორგი მარგველაშვილმა შეძლო კარგი პრეზიდენტობა, მათ შორის, შეწყალების პოლიტიკის გატარების ნაწილში; მაგრამ არც იმას ვთვლი, რომ იგი იყო უარესი პრეზიდენტი, ვიდრე სხვა იყო პრემიერი, სპიკერი, მინისტრი ან პარლამენტარი რა-გინდა-რა პოლიტიკის გატარების ნაწილში.
მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ სწორედ ასეთი გაკონიუნქტურებული ზნეობა, გაპერსონალურებული პოლიტიკა და გაინფანტილურებული უპასუხისმგებლობა არის უმოკლესი გზა საზოგადოების დეგრადაციისა და სახელმწიფოებრიობის მოშლისკენ, ანუ – სრული განუკითხაობისა და მეტი ძალადობისკენ“,-წერს უსუფაშვილი.
ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ მარგველაშვილს რომ ასახელებდეს, რას იტყოდნენ ის მეოცნებენი, ვინც დღეს პრეზიდენტს…
Posted by David Usupashvili Official on ორშაბათი, 16 აპრილი, 2018
კომენტარები