შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ორგანოების გადმოცემის საკითხი მოგვარდეს. გახარიას თქმით, ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს.
„ამ ტრაგიკულ საქმესთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ მომენტისთვის, რომ გიპასუხოთ კონკრეტულ შეკითხვაზე, რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის”, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები