ერევანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება – მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. მიტინგს ოპოზიციონერი ნიკოლომ პაშინიანი ხელმძღვანელბს. როგორც news.am წერს, ოპოზიციონერი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.
მომიტინგეები სომხეთის ექსპრეზიდენტის სერჟ სარქსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნავს აპროტესტებენ.
დღეს დილით პოლიციამ მაშტოცის გამზირზე და ტუმანიანის ქუჩაზე, სადაც მომიტინგეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, 29 მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედებათ ბრალი.
კომენტარები