სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობამ 59-ს მიაღწია. News.am-ის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულ მომიტინგეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ. მომიტინგეებმა სახელმწიფო უწყებების პიკეტირება სცადეს. ამისკენ მათ ოპოზიციონერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა.
ცოტა ხნის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა.
აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.
კომენტარები