ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მას აქვს ინფორემაცია იმის შესახებ, რომ რომ „ორი მკვლელი გარეთ დადის“. მისივე თქმით, უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ მოწმეზე, რომელმაც უკვე ხუთჯერ შეცვალა ჩვენება ზეწოლა განახორციოელეს.
სარალიძე კონკრეტულ გვარსაც ასახელებს და ამბობს, რომ პროკურატურას ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი აშანტაჟებს, რომლის შვილი და ნათესავი ამ საქმეში ფიგურირებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას, რომ არ გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის. ერთ-ერთი არის უკვე დაკითხული მოწმე. მ.კ. წესით დღეს დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა. თუმცა ამაზე პროკურატურისგან რეაგირებას ვერ ვხედავ და გამოდის რომ მას ხელს აფარებს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კომენტარები