NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»BGEO-მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო

BGEO-მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო

17 აპრ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 730 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რატომ ან როგორ ამუხრუჭებენ ბანკები ეკონომიკას, ამაზე დებატები მესამე დღეა გრძელდება; მასში პარლამენტიც გეგმავს ჩაერთოს და ამ მიზნით იქ ფინანსთა მინისტრსაც ეძახიან.

მინისტრის პოზიციას ლონდონში ჩანიშნული სასამართლო დავაც ეხმიანება, რუსთავის აზოტის ყოფილი მფლობელი, რომან ფიფია საქართველოს ბანკს ქარხნის თაღლითურად მიტაცებას ედავება და ლონდონში ჩივის.

თაღლითურ სქემაში BGEO და მასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

დეტალები სასარჩელო განცხადებაშია, რომელზეც ფიფიას წარმომადგენელი თეა ხამხაძე საუბრობს: საქართველოს ბანკის მოთხოვნით აზოტი აუქციონზე 2016 სექტემბერში გაიყიდა – დაახლოებით 100 მლნი დოლარის სანაცვლოდ, რომელსაც საქართველოს ბანკს 2011-ში ესესხა, ვალის დაბრუნების პრობლემა აზოტს არ ჰქონდა, უფრო მეტიც, 2016-ის 30 ივნისს ევროპის ბანკმა (EBRD) ის საინვესტიციოდ საკმარისად სანდოდ მიიჩნია, მას სხვა ბანკებიც და მთავრობის საინვესტიციო ფონდიც შეუერთდა.

საინვესტიციო სქემა ასეთი იყო: 50-50 მილიონ დოლარით მონაწილეობდნენ ევროპისა და ლუქსემბურგის ბანკები და საპარტნიორო ფონდი; 30 მილიონით საქართველოს ბანკი, 25 მილიონს ჰოლანდიის ბანკი და 20 მილიონსაც რომან ფიფია გაიღებდა. ჯამში 225 მილიონი დოლარი გამოდიოდა, თავად საწარმო კი აუდიტმა მაშინ 388 მლნ დოლარად შეაფასა.

2016 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გამოსცა დადგენილება, რითაც პროექტში მთავრობის მონაწილეობა დასტურდება.

ორიოდე კვირაში, მოულოდნელად, BGEO-მ აზოტის გაყიდვა და ვალის დაბრუნება მოითხოვა. აუქციონი 24 აგვისტოს გამოცხადდა და 1 სექტემბერს დასრულდა, აზოტი „ეუ-ინვესტმენტმა“ 100 მილიონად იყიდა, კონკურსში მან მეორე მონაწილეს, „საქართველოს ბანკს“ აჯობა, – თუმცა, თუ რეესტრს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ აუქციონის ყველა მონაწილე ერთმანეთთან იყო კავშირში. აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებული კომპანია „ეუ-ინვესტმენტის“ ხელმძღვანელი ეფრემ ურუმაშვილია, მანამდე ის „საქართველოს ბანკის“ დირექტორის მოადგილეც იყო და „საქართველოს ბანკის“ მომსახურე საადვოკატო კომპანია „ნოდია-ურუმაშვილის“ დამფუძნებელიც. მეორე პარტნიორი – ნოდია, მეწილე იყო თბილისის სააუქციონე სახლშიც და ფულიც ურუმაშვილს აზოტის საყიდლად ასევე BGEO -მ მისცა…

„საქართველოს ბანკის“ მფლობელია „ბჯიო გრუპი“, ის კი თავის მხრივ „ბიჯიო გრუპ ფი-ელ-ესის“ საკუთრებაა, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული. სარჩელი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, სადავო თანხა 994 მილიონი დოლარია, ზარალის მოცულობა, უცხოელი ექსპერტების შეფასების შედეგად დადგინდა.

[R]

 

კომენტარები

bgeo აზოტი აზოტის ქარხანა მთავრობა რომან ფიფია საქართველოს ბანკი 2018-04-17
Tags bgeo აზოტი აზოტის ქარხანა მთავრობა რომან ფიფია საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მე არ ვთვლი, რომ გიორგი მარგველაშვილმა კარგი პრეზიდენტობა შეძლო“

შემდეგი სტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდნენ

14 სექ 2017
კახა კალაძემ თავშესაფარიდან  მერიაში ლეკვი  წაიყვანა (ვიდეო)

კახა კალაძემ თავშესაფარიდან მერიაში ლეკვი წაიყვანა (ვიდეო)

14 თებ 2018
მინდა მადლობა გადავუხადო ზესტაფონის მოსახლეობას, რომელმაც გამომიცხადა მხარდაჭერა

მინდა მადლობა გადავუხადო ზესტაფონის მოსახლეობას, რომელმაც გამომიცხადა მხარდაჭერა

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge