NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„შეწყალების კომისიასა და ე.წ. უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა“

„შეწყალების კომისიასა და ე.წ. უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა“

16 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 459 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიასა და ე.წ უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა.

დარახველიძის განცხადებით, კანონით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, ბაქრაძის საკითხი სულ ცხრაჯერ იქნა განხილული, ექვს შემთხვევაში, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ხოლო სამ შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე. ყველა ჯერზე მას უარი ეთქვა.

„დახასიათება, რომელიც იგზავნება შეწყალების კომისიაში და ე.წ უდოს კომისიაში, არის იდენტური. ზუსტად იგივე ინფორმაცია გამოგზავნეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება ორივეგან. ექვსჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება არ შეიცავს არც დადებით, არც უარყოფით დახასიათებას. ის შეიცავს იმ ობიექტური გარემოებების დახასიათებას, რომელიც გამოიხატა მსჯავრდებულის მიერ – თუ როგორ იცავდა სასჯელის მოხდის პერიოდში დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, როგორ ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში და რა აღნიშნა ფსიქოლოგთან. სწორედ ეს ინფორმაცია იგზავნებოდა. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმ მასალებით, რაც იქნა გამოგზავნილი, მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება. დანაშაულის ხასიათი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი – იმ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მთავარი კრიტერიუმები. პატიმრის ქცევა ციხეში არ არის საკმარისი. სამინისტრო გრძნობს პასუხისმგებლობას. ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებზე ვაგებთ პასუხს. არანაირ ე.წ საიდუმლო ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა.

დამატებით რაიმე თუ შეიცვლება, დაწესებულება ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია კომისიას, მაგალითად, თუ წახალისება ან გადაცდომა ექნება მსჯავრდებულს. მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე კი, არც დასჯილი იყო, არც წახალისებული. ერთი თვით ადრე იყო ერთ-ერთი ჩვენი უარი და ამის შემდეგ მოხდა შეწყალება“, – განაცხადა დარახველიძემ.

 

 

 

კომენტარები

ალექსანდრე დარახველიძე ბარნოვის ქუჩა ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მკვლელობა სასჯელაღსრულების სამინისტრო უდოს კომისია შეწყალების კომისია 2018-04-16
Tags ალექსანდრე დარახველიძე ბარნოვის ქუჩა ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მკვლელობა სასჯელაღსრულების სამინისტრო უდოს კომისია შეწყალების კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

… ის  ყველაფერში გენიალური იყო

შემდეგი სტატია

სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი სტატიები

„დომუსის“ დირექტორის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის მოჭრა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა

„დომუსის“ დირექტორის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის მოჭრა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა

08 სექ 2017

ვლადიმერ გაბესკირია: ამ დღეს 24 წელი ველოდი

17 ოქტ 2017
ეკა ბესელია: დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით

ეკა ბესელია: დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge