NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სალომე ტატიშვილის საქმეზე არსამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სალომე ტატიშვილის საქმეზე არსამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

16 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება, სამართალი 612 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გუდაურის სათხილამურო ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურის სათხილამურო ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეს. როგორც ცნობილია, 12 წლის სალომე ტატიშვილს, ტრასაზე დაშვებისას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოსრიალე სხვა ახალგაზრდა. მიღებული დაზიანებების შედეგად სალომე ტატიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ბრალი წარედგინა გ.ლ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში. ამ ეტაპზე საქმე თბილისის სააპელაციო საამართლოში განიხილება და 16 აპრილს ჩანიშნულია მორიგი სასამართლო სხდომა.

საქმის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოებაში გაჩენილი არაერთი შეკითხვის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას გამოვლენილ ხარვეზებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა არაერთ შემთხვევაში არის აბსტრაქტული და არადამაჯერებლი. განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება. სასამართლო ფაქტებს უნდა აფასებდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც მოითხოვს ყველა მტკიცებულების შეფასებას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ვინმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე. მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ყურადღება გამახვილდეს იმ საკითხებზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არადამაჯერებლად, საეჭვოდ და დაუსაბუთებლად იქნა გადაწყვეტილი/შეფასებული, ან საერთოდ შეფასების გარეშეა დატოვებული.

  1. გამოტანილ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოში არ არის განსაზღვრული სათხილამურო სპორტში სიჩქარის დაშვებული ლიმიტი, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზღვარი, თუ რა სიჩქარე ჩაითვლებოდა წინდახედულობის ნორმის გათვალისწინებად, რომლის დაცვის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა გ.ლ-ის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევა“. მოსამართლის აღნიშნული მსჯელობიდან ცალსახად იკვეთება, რომ იგი ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც რაიმე დეტალურად არ არის კანონში გაწერელი. მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია, ვინაიდან იგი ეჭვქვეშ აყენებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის. ამით სასამართლო მიანიშნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, პასუხი არავის მოეთხოვება. შეუძლებელია, კანონში გაწერილი იყოს ყველა შესაძლო კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და საკუთარი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას.
  2. განაჩენიდან იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება და საკუთარი მსჯელობები გაუგებარ/ბუნდოვან გარემოებებს დააფუძნა. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ საქმეზე ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა მხოლოდ ბრალდებულის პოზიცია, რომ იგი აკონტროლებდა სიჩქარესა და მოძრაობის ტრაექტორიას. ამასთან, მოსამართლემ, აგრეთვე საეჭვოდ, ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა თავად ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი საუბრობს მოთხილამურის მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებზე. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს მიაჩნია, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა, თავად ბრალდებული მიუთითებდა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა ეს ნორმები, რაც მას უკრძალავდა კონტროლის გარეშე სრიალს.
  3. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეჯახებამდე და უშუალოდ შეჯახების პროცესში, რა ტრაექტორიით მოძრაობდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაქეტორიით ბრალდებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებეს. მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ, რომ ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად პირდაპირი დაშვებით, ხოლო სალომე ტატიშვილი აკეთებდა მოხვევის მანევრს. მოწმეებისვე განმარტებით, სალომე ტატიშვილი სრიალებდა წესების დაცვით, საშუალო სიჩქარით და დიდი მოხვევებით. შესაბამისად, ამ ნაწილშიც გაუგებარია რას დააფუძნა სასამართლომ თავისი მსჯელობა და რატომ არ მიიღო მხედველობაში მოწმეთა ერთგვაროვანი ჩვენებები.
  4. მოსამართლე განაჩენში მიუთითებს, რომ „ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს. ზოგადად სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რასაც ვერ ვიტყვით ექსტრემალურ სპორტზე, რომელიც მაღალი რისკით გამოირჩევა“. გაუგებარია, რას ემსახურება მოსამართლის აღნიშნული განმარტება და ერთგვარი განწყობის/შთაბეჭდილების შექმნა სასამართლოს მხრიდან, რომ ექსტრემალური სპორტის პირობებში წინდახედულობის ნორმები შეიძლება არ იყოს დაცული. ამ ნაწილში, ისევე როგორც განაჩენის სხვა ნაწილებში გაუგებარი რჩება, რა ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ გარემოებებს აფუძნებს მოსამართლე საკუთარ შეფასებებს.

ამ საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების სანდოობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კომენტარები

არასამთავრობო ორგანიზაციები გუდაური სათხილამურო ტრასა სალომე ტატიშვილი 2018-04-16
Tags არასამთავრობო ორგანიზაციები გუდაური სათხილამურო ტრასა სალომე ტატიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სიმბოლურია, რომ კახი კალაძეს უწევს მისივე ცოლისძმის გამო გადაიხადოს ბიუჯეტიდან, ჩემ სასარგებლოდ, 18 000 ლარი“

შემდეგი სტატია

„მამაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო“

მსგავსი სტატიები

კვირიკაშვილი: ჩვენი მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ

22 სექ 2017
თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა

თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა

04 თებ 2019
„თბილსერვის ჯგუფი“ ვაკის პარკში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოს ახორციელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ ვაკის პარკში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოს ახორციელებს

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge