NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

16 აპრ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 917 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი. პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც მატება 20 პროცენტს აღემატება.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე და ა.შ. პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

„სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცეპრემიერი ტურიზმი 2018-04-16
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცეპრემიერი ტურიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თუ იმ შეხვედრაზე მამუკამ, ვანო ზარდიაშვილმა, ვიღაცებმა გაჭედეს, ისეთს გავუჭედავთ, რომ ჩავუკეტავთ კარებს“

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულო ვადაზე ადრე დატოვა

02 ოქტ 2017
„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს“

„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს“

27 სექ 2017
„ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს“

„ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს“

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge