NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურა ვეფხია ბაქრაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ვეფხია ბაქრაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

16 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 701 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულის ვ.ბ-სთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპრილს, გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთში, ხოლო თ.ბ. ქ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17: 30 საათზე, ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა.
ვ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

განაჩენი ვეფხია ბაქრაძე პროკურატურა 2018-04-16
Tags განაჩენი ვეფხია ბაქრაძე პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნებისმიერ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი გადადგებოდა“

შემდეგი სტატია

“გენიოსების ნადიმი”

მსგავსი სტატიები

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27 მაი 2018
კალაძემ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

კალაძემ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

18 იან 2018
სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ

სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ

სოსო ელისაშვილი 10 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge