NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კოვზანაძე: ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ირაკლი კოვზანაძე: ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

16 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 576 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, პარლამენტის კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები 15 აპრილს ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრნენ.

ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია აღნიშნული ქვეყნების აუდიტის სამსახურსა და საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება და მათ საქმიანობას გაეცნობა.

ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან, ბელგიის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელებთან.

„სპეციალურად ჩვენთვის გამართულ შეხვედრებზე გავეცნობით ჰოლანდიისა და ბელგიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მუშაობის პრაქტიკას, საგადასახადო შემოსავლების აუდიტისა და ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესს, ყოველწლიური აუდიტის გეგმის მომზადებასა და იმპლემენტაციას, ასევე ევროპულ გამოცდილებას პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტურად და სწორად მართვაში”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
ქართულ დელეგაციაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან კომიტეტის წევრები – პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე, გია ბენაშვილი და ლელა ქებურია, ასევე გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება”- ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

ევროპა ირაკლი კოვზანიძე ურთიერთობები 2018-04-16
Tags ევროპა ირაკლი კოვზანიძე ურთიერთობები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გედი არის ცილისმწამებელი კაცი“

შემდეგი სტატია

„აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება”

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება

გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2021
რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

ირაკლი შალიკაშვილი 06 დეკ 2019

პროკურორი: მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები გონიოში გაუჩინარებული ჯარისკაცის ოჯახს ფულს სძალავდნენ

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge