რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიში „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტად“ შეაფასა. მისივე თქმით, აშშ-ს, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
„ამჟამინდელი ესკალაცია სირიის ირგვლივ საერთაშორისო ურთიერთობებზე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს. ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და მან უკვე დააკისრა უმძიმესი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში სისხლისღვრის გამო“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
კომენტარები