დანფორდის განცხადებით, ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი. მისი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, მომავალში აღარ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმა ერთჯერადი იყო და დამატებით, სხვა იერიშები ჯერჯერობით არ იგეგმება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ჩაერთნენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა.
კომენტარები