NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. „შუა დერეფნის” განვითარებაში დაეხმარება

ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. „შუა დერეფნის” განვითარებაში დაეხმარება

13 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 572 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩინეთი საქართველოს „სარტყელისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის, ე.წ. „შუა დერეფნის” განვითარებაში დაეხმარება, – აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის” განვითარებაზე, ამ საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ხორციელდება ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები. ასევე შემუშავებულია გამჭოლი ტარიფი სრულ მარშრუტზე.

„ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მხარის პოლიტიკურ მხარდაჭერას „შუა დერეფნის განვითარების” კუთხით, რათა გაიზარდოს მისი როლი და მნიშვნელობა „სარტყელისა და გზის” გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც მას ჰქონდა შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას „ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

კომენტარები

სარტყელი საქართველო ჩინეთი 2018-04-13
Tags სარტყელი საქართველო ჩინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას

შემდეგი სტატია

ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსურ დახმარების გაწევის შესაძლებლობას განიხილავს

მსგავსი სტატიები

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით“

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით“

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018

თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი არ ასრულებს არცერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018
ზურაბ ჯაფარიძე: მეორე ტურებში გამარჯვება გააჩენს რწმენას, რომ … (ვიდეო)

ზურაბ ჯაფარიძე: მეორე ტურებში გამარჯვება გააჩენს რწმენას, რომ … (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge