NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ეჭვიანობის საფუძველი

კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ეჭვიანობის საფუძველი

12 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი – ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ეს არის უმრავლესობის ლიდერი, ეს არის ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი თქმით, იერარქიის შესაბამისად ურთიერთობების განსაზღვრა ნორმალური პროცესია.

„ამას ემატება შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ა.შ. ეს არის ნორმალური პროცესი პარლამენტში, როდესაც იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი ჩემთვის არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან, 116-ე დეპუტატთან, უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა ჩვენ არ გვაქვს. მე მიმოვიხილე ოცი გადაწყვეტილება, დაახლოებით, საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ოცივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა უმრავლესობის ფორმატში და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან არის ძალიან დემოკრატიული პროცესები და ტარდება ძალიან ხშირად თავისუფალი კენჭისყრები. მაგალითად, თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა ქვოტირებასთან დაკავშირებით, კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით და ესეც არის, ბუნებრივია, შიდა პარტიული დემოკრატია”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება მივლინებებს, შეგიძლიათ ამოიღოთ ამონაწერი და ნახავთ როგორ არის გადანაწილებული პროპორცია და იკვეთება თუ რა იქ რაიმე გუნდები. ეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორია, პირდაპირ, თვალსაჩინოდ გამოჩნდება ეს მივლინებების ანგარიშიდან. არც რაიმე სხვა პრივილეგიებით არ სარგებლობენ სხვა დეპუტატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ შესაბამისი თანამდებობა. თანამდებობა ნიშნავს დამატებით ფუნქციას. ბუნებრივია, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს მეტი ფუნქცია, ვიდრე სხვა პარლამენტის წევრს”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თითოეული განცხადება უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არა გასამართლება, არამედ სამომავლოდ პრევენციაა.

„აღარ მინდა დეტალებში შესვლა, აღარ მინდა ამის გარჩევა მარტივი მიზეზის გამო, გვექნება საშუალება დავსხდეთ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში. იქ განვიხილავთ თითოეულ განცხადებას. მიზანი გასამართლება კი არ არის, მიზანი არის ის, რომ მომავლისთვის მოხდეს ასეთი რაღაცის პრევენცია. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. ამას განვიხილავთ ჩვენ უმრავლესობის ფორმატში, აქედან გამომდინარე, გარეთ განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, საზიანო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტი ქართული ოცნება 2018-04-12
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპი: „ეს შეიძლება ძალიან მალე ან არც ისე მალე მოხდეს!“

შემდეგი სტატია

რომან კაკულია: არსებობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარკვეული გამოცდილება, რომელშიც ძალიან მაღალი კლასი აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ”

მსგავსი სტატიები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეთა გასაუბრება სრულდება

11 ოქტ 2017
საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან

საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან

ირაკლი შალიკაშვილი 22 ნოე 2021
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

24 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge