NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია

ირაკლი კობახიძე: კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია

12 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 669 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში დაფიქსირებულ რეიტინგს „ღიმილისმომგვრელად” აფასებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი, ხოლო 2012 წლის შემდეგ, სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლდა და ადამიანთა დევნის ინსტრუმენტად აღარ გამოიყენება.

„იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად,

აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24500 მიაღწია. 2012 წლის შემდეგ, სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და ხელისუფლების მიერ წაგებული

ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში.

„ასევე, გაკვირვებას იწვევს, უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავჯდომარე სასამართლო 2018-04-12
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავჯდომარე სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: ფსევდოლიბერალური ძალები ებრძვიან საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს, ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა

შემდეგი სტატია

კობახიძე: სააკაშვილის პარტია აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის

მსგავსი სტატიები

ბიძინა ივანიშვილი: სხვებს აბრალებენ იმას, რაშიც თვითონ რიან დამნაშავეები

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა გამოავლინა, რომ ისინი დაბალი კვალიფიკაციის, ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა გამოავლინა, რომ ისინი დაბალი კვალიფიკაციის, ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან

ირაკლი შალიკაშვილი 11 ოქტ 2019
ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო ჰკითხეთ, როცა ჩვენი გმირების ცხედრები მინდორში ესვენა, თბილისში დისკოტეკები იყო გამართული, რას ზეიმობდნენ?

ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო ჰკითხეთ, როცა ჩვენი გმირების ცხედრები მინდორში ესვენა, თბილისში დისკოტეკები იყო გამართული, რას ზეიმობდნენ?

ირაკლი შალიკაშვილი 11 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge