საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის” (BRI) თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს: პოლიტიკის კოორდინაციას, თანამშრომლობას, შეუფერხებელ ვაჭრობას, ფინანსური ინტეგრაციასა და ხალხთაშორის კავშირებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის” დაცვა, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება, საყოველთაო მშვიდობიანობის შენარჩუნება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, თანასწორობა და საყოველთაო სარგებელი და მშვიდობიანი თანაცხოვრება, გარანტიაა იმისა, რომ BRI-ის ინიციატივა ყველა მონაწილე ქვეყანას უდიდეს სარგებელს მოუტანს.
როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, BRI-ის ფარგლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება.
კომენტარები