ავტოსამყაროს ისტორიაში 1979 წელი ნამდვილად სიმბოლურია, იგი ყველას ახსოვს, რადგან ამ წელს ავტო სამყაროს გიგანტმა – Mercedes-Benz-მა წარმოებაში ჩაუშვა ლეგენდარული ავტომობილი G-Class. ერთი შეხედვით უშნო, უხეში კონტურებითა და სწორხაზოვანი დიზაინის მქონე ავტომობილს ავტოკრიტიკოსების არც თუ ისე კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა G-Class-მა თავისი სიტყვა თქვა და მისმა უჩვეულო, ოთხკუთხედი ფორმის დიზაინმა 4 ათწლეულსა და მილიონობით კრიტიკოს გაუძლო, ზუსტად ამიტომ მას უწოდებენ „დროის დამამარცხებელს“.
ავტომობილის ზედმეტსახელის მეტი პომპეზურობისათვის, 1979 წლის G-Class მოთავსებულია რამდენიმე ტონიან სინთეთიკურ ქარვის კუბში, თითქოს იგი პრეისტორიული წარმოშობისაა და დინოზავრების ნარჩენებთან ერთად აღმოაჩინეს.
1979 წლის შემდეგ ავტომობილმა ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა ეს ყველაფერი დროისათვის ფეხის აწყობა უფრო იყო ვიდრე რაიმე რადიკალური ცვლილება. ძირითადად ესთეტიკური ცვლილებები შევიდა ექსტერიერისა და ინტერიერში, რა თქმა უნდა მის „გულსა“ და სხვა სავალ ნაწილებშიც, თუმცა მისი უხეში ფორმები და მისი ეს განსაკუთრებული „თვისება“ G-Class–ს ყოველთვის შენარჩუნებული ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ავტომობილმა 4 ათწლეულს და მეტიც, თავად დროს გაუძლო, შექმნა ავტოინდუსტრიაში თავისი საკუთარი ეპოქა, ავტოკონცერნის აზრით ცვლილებების დრო მოვიდა. ჯერ კიდევ 2012 წელს მერსედესმა სამყაროს აჩვენა მომავალი მაღალი გამავლობის ავტომობილების კონცეპტი რომელიც რა თქმა უნდა გამაოგნებელი იყო:
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, ავტომოყვარულთა შორის მრავალი მითქმა-მოთქმა გავრცელდა თუ რა სახით იყო შესაძლებელი ლეგენდარული ავტომობილის დიზაინის ხილვა. ახალა კი, 5 წლის შემდეგ, ცნობილი ხდება თუ როგორი დიზაინი შეიძლება ქონდეს „დროის დამამარცხებელს“.
კომენტარები