აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებას. აღნიშნული პომპეოს სიტყვაშია ნათქვამი, რომლითაც ის დღეს სენატში უნდა წარსდგეს.
„აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც მამაკაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა.
პომპეო დღეს კონგრესში გამოსვლისას განაცხადებს, რომ აშშ-ის რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დასრულებულია.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიას და ეს აშშ-ის მრავალწლიანი რბილი პოლიტიკის დამსახურებაა. ახლა ეს პოლიტიკა დასრულდა“, – ნათქვამია პომპეოს სიტყვაში.
კომენტარები