NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 2053 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც ებრაულ, ისე ქართულ კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის შეფასებით, მსოფლიოში უნიკალური ფენომენის – ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის აღიარება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და ეროვნულ კატეგორიაში მისი გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა – ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე. თუნდაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგალითი რად ღირს. სათქმელი ძალიან ბევრია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ორ ერს შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისიც, რომ ქართული მიწის შვილი, შაფთაი ცური საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მეორედ არის წარგზავნილი.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველი და ებრაელი ხალხის დამეგობრებაში, მათ შორის ჯამლეტ ხუხაშვილს, რომლის მოღვაწეობა ქართულ-ებრაული მეგობრობის ერთერთ თვალსაჩინო მაგალითად შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიმართა იუნესკო-ს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.

„მნიშვნელოვანია, ხვალ უკვე არ ვისაუბროთ 26-საუკუნოვან მდიდარ ისტორიაზე, არამედ დღევანდელი დღე გახდეს დასაბამი შემდგომი კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ლამაზი და გამდიდრებული ორმხრივი მეგობრობისა. ძალიან დიდი სიხარულით გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს. მეც თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს, ჩემს გულში უდიდესი სიხარულია. ეს დღე არის უამრავი ადამიანის ღვაწლის, თავგანწირვისა და ერთმანეთის გადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური გამოხატულება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, საძინებელი იყო დედაჩემის კაბინეტში და ისე გავიზარდე, რომ ჩემს პირდაპირ თაროზე წინ იყო გამოდებული ჯემალ აჯიაშვილის ლექსების კრებული, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. რა თქმა უნდა, ჯემალ აჯიაშვილი იყო როგორც ქართული, ისე ებრაული კულტურის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმის ხელმძღვანელმა გივი ღამბაშიძემ პრემიერმინისტრს გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა და მუზეუმის დაარსების ისტორია უამბო.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ებრაელები ურთიერთობა ძეგლი 2018-04-12
Tags გიორგი კვირიკაშვილი ებრაელები ურთიერთობა ძეგლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“

შემდეგი სტატია

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ემირატების კულტურული ღირსშესანაშნაობები დაათვალიერეს

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე მოქალაქეებს ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს

13 სექ 2018

„მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც უკანონოდ გააძევეს საქართველოში“

07 ნოე 2017
ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია – არა შეგუებას!

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია – არა შეგუებას!

ირაკლი შალიკაშვილი 08 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

    რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge