ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი. ლონდონის წიგნის ბაზრობა 10 აპრილს გაიხსნა და 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” ავრცელებს.
მათი ცნობით, სტენდის დიზაინი პროექტის “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო” კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია.
“პროექტის “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 სტუმარი ქვეყანა – საქართველო” ბრენდინგსა და ვიზუალურ კონცეფციაზე “გია ბოხუას სტუდიამ”, საქართველოს ამ ეროვნული სტენდის დიზაინზე ლონდონის წიგნის ბაზრობისთვის კი თეონა ჭანიშვილმა იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.
საქართველოს სტენდზე 170-მდე ქართულ წიგნი, ცალკეულ გამომცემელთა, “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის”, “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” და “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მიერ მომზადებული კატალოგებია წარმოდგენილი.
“საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები