ვეძისში, გუშინ დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმ ზვიად ძნელაძის განცხადებით, ოთხივე პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.„ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია, ერთი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, სამს უტარდება პალატაში მკურნალობა, მათ სიცოცხლეს ამჟამად რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე ავადმყოფს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ერთთან შედარებით დიდი მოცულობის ჩარევა იყო გასაკეთებელი, გულმკერდის მიდამოში იყო შემავალი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით“,-განაცხადა ზვიად ძნელაძემ.
ცნობისთვის, ვეძისში გუშინ 4 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე, ლაშა საჯაია. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.