უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძემ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.
„ფრაქციის თავმჯდომარე თუ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს, მას მე მგონი, მორალური უფლებაც ნაკლებად აქვს, იყოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. მამუკა მდინარაძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია პარლამენტარებზე ზოგადად. ის გარემოცვა, რომელიც მას აკრავს და ეკა ბესელიას ვინც მოუწყო დემარში, ისინი პორტირებული დეპუტატები არიან და იქ იყო სანქციები, ოღონდ ოფიციალური სანქციები კი არა, არაოფიციალური სანქციები არსებობდა. თუ მას ის ენატრება, ჩვენ შეგვიძლია ის დავაბრუნოთ იმ ადგილას, სადაც სანქციებია“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
კომენტარები