NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ ძარცვის ჩადენაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ძარცვის ჩადენაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ.ბ.-მ ქ.თბილისში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ.გ.-ს გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული 16 200 ლარად ღირებული ოქროს ნივთებით, თანხით – 2000 ევროს, 1950 აშშ დოლარსა და 270 ლარის ოდენობით, პირადი ნივთებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ბ.-ს ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით 27 243 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა მ.ბ 2017 წლის 29 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ძარცვა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

აშშ სასამართლო ძარცვა 2018-04-11
Tags აშშ სასამართლო ძარცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა

შემდეგი სტატია

„საბჭოთა ხელისუფლებაც კი ვერ აღუდგა ჩვენი ერის ნებას, რომ შეგვენარჩუნებინა ქართული ენა”

მსგავსი სტატიები

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

„აფგანი მედიისთვის მიცემული ინტერვიუების გამო ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში“

10 თებ 2018
„პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ჩამოთვალა ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“

„პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ჩამოთვალა ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“

02 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge