რუსეთმა აშშ-ს სანქციებს შესაძლოა ამერიკული პროდუქტის იმპორტის აკრძალვით უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.
„ჩვენს ბაზარზე ამერიკული პროდუქტები ფართოდაა წარმოდგენილი. საუბარია არამხოლოდ ფასიან ქაღალდებზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც, რომელიც ჩვენს ბაზარზე შემოდის“, – აცხადებს მედვედევი. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა რუსეთი ამერიკული პროდუქტების შეზღუდვით თავად არ დაზარალდეს.
კომენტარები