NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

11 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 163 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა.

იერუსალიმის მერმა კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ქალაქებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობარი ისრაელის სახით და იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ორივე ქვეყნის ხალხს შორის ისტორიულად არსებობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართოს.

კახა კალაძემ იერუსალიმის მერს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით, იერუსალიმის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ თბილისში, ივნისში ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრით გააჩნია. ასევე, მათ შევთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

იერუსალიმის მერი კახა კალაძე შეხვედრა 2018-04-11
Tags იერუსალიმის მერი კახა კალაძე შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სარაკეტო იერიში მომდევნო 72 საათში არის მოსალოდნელი“

შემდეგი სტატია

ისრაელელი ბიზნესმენი: კახა კალაძის ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

მსგავსი სტატიები

ადამიანები ე.წ. გამყოფ ხაზთან და მის მიღმა უმძიმეს ვითარებაში იმყოფებიან, ყოველდღე შიშის და ტერორის ქვეშ არიან

ადამიანები ე.წ. გამყოფ ხაზთან და მის მიღმა უმძიმეს ვითარებაში იმყოფებიან, ყოველდღე შიშის და ტერორის ქვეშ არიან

ირაკლი 20 სექ 2019
ზაზა სარალიძე შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

ზაზა სარალიძე შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

10 ივნ 2018

ავიაკომპანია ვიზეარი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს

16 ოქტ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge