NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება დაიწყო

11 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის კახა კალაძის დავალების შესაბამისად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.

„სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას და რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბაღებსა და სკვერებში გაგრძელდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავებაა დაგეგმილი.

„აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში, გარდა რუსთაველის გამზირისა, სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება. პარალელურად დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რომელიც ბალახის საფარის გამოცვლას, არსებული დაზიანებული ხე – მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და ზოგადად ამ ქუჩებზე არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს“, – გიგა გიგაშვილმა.

სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად , შპს „ეკო სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარები

გაზაფხული თბილისი თბილისის მერია 2018-04-11
Tags გაზაფხული თბილისი თბილისის მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თუ მდინარაძეს ენატრება, ჩვენ შეგვიძლია ის დავაბრუნოთ იმ ადგილას, სადაც სანქციებია“

შემდეგი სტატია

ცუკერბერგი: „ეს შეიარაღების რბოლაა“

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ”

“რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ”

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2021

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს

19 სექ 2018
კოვზანაძე: მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომპლექსური თემაა

კოვზანაძე: მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომპლექსური თემაა

13 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge