NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები დროულად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ“

„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები დროულად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ“

11 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 564 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას:

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან თვენახევარზე მეტი გავიდა. დამნაშავეები დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეთა გამოაშკარავებას და დასჯას.

ამ დროისათვის ოჯახს არა აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. დაზარალებული მხარისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის კვალიფიციურად წარმართვა და ობიექტური დასკვნა, ვინაიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც შესაძლოა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ განუკითხაობასა და დაუსჯელობაზე, რაზეც  სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს. ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

 

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩილ ტატუნაშვილი საჩივარი 2018-04-11
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩილ ტატუნაშვილი საჩივარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთი ამერიკული რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება

შემდეგი სტატია

ალჟირში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა

მსგავსი სტატიები

„საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები“

29 ნოე 2018

თოჯინების თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

01 სექ 2017
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

ნინო ჩხეიძე 23 მაი 2021

უახლესი ამბები

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge