აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ტურნე გააუქმა რათა „უხელმძღვანელოს ამერიკის პასუხს სირიის მოვლენებზე“. ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებ.
როგორც ცნობილია აშშ სირიის სამთავრობო ძალებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს. ტრამპის თქმით, ასეთი საქციელი უპასუხოდ არ დარჩება. მსგავსი განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წარმომადგენლები სირიაში ჩასვლას აპირებენ, რათა თავდასხმა შეისწავლონ და დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქიმიური იარაღის გამოყენებას.
BBC-ის ინფორმაციით, ლათინურ ამერიკაში ტურნეს დონალდ ტრამპის ნაცვლად ვიცეპრეზიდენტი პენსი განახორციელებს.
კომენტარები