ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, არასერიოზულია თავად პრობლემის საფუძველი, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტის ათვისებას უკავშირდება. მამუკა მდინარაძის თქმით, პრობლემა არსებობს, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა.
„რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა მძიმე შეცდომა თავის შეფასებებში, რეალურად რომ ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ ვიქნები ადეკვატური, პრობლემა არსებობს, მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა, იმიტომ, რომ საფუძველი ამ პრობლემის იყო არარეალური. იგივე ლოგიკით, ჩვენ მხარი არ უნდა დაგვეჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენლისთვის, მაშინ ასეთი პრეტენზიები არ ყოფილა და ამაზე არავის უკამათია.
იმაზე საუბარი, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რაღაც საკითხები დაისვას, არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ თემას ხშირად ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ეს ადამიანები არ არიან ერთი ან მეორე გუნდი, ასეთი გუნდები არ არსებობს, არის კონკრეტული საკითხი, არსებობს ამ საკითხის მომხრე ან მოწინააღმდეგე“,-განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები