NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა მაინც მოვიდოდა, კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება“

„თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა მაინც მოვიდოდა, კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება“

10 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1180 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ მთელი გუნდი ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია. ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. თუ ვინმე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. დღესაც ვაცხადებ, რომ ნინია კაკაბაძე ის ადამიანი არ არის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ჩემი აზრით, ის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გაატარებს. სერგი კაპანაძე ვიცესპიკერია და მისთვის პარლამენტს ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ ის კარგია, არამედ ხმა მისცა იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი. მოგვწონს თუ არა, სერგი კაპანაძე ვიცესპიკერია. გიორგი ტუღუში ჩემი მოადგილეა, რომელსაც ხმა მისცა გედევან ფოფხაძემაც. მგონია, რომ სამშობლოსთვის და ეკლესიის წინაშე „ნაციონალებზე“ მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია. „ნაციონალებმა“ გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა მისცა და ისინი ოპოზიცია არიან, რომელთაც საკუთარი კვოტა აქვთ.

გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე კარგია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტაა. თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა ნინია კაკაბაძე მაინც მოვიდოდა. ანუ, კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება, რადგან „ნაციონალები“ ყველა შემთხვევაში მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ. ეს მათი დამოკიდებულებაა. ვინაიდან, ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა”, – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარები

გედევან ფოფხაძე ნინია კაკაბაძე პარლამენტი სამეურვეო საბჭო სოფო კილაძე 2018-04-10
Tags გედევან ფოფხაძე ნინია კაკაბაძე პარლამენტი სამეურვეო საბჭო სოფო კილაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

შემდეგი სტატია

მიმდინარე კვირაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება

მსგავსი სტატიები

პირველი ქართველი ქალი რეჟისორის აკრძალულ ფილმს 85 წლის შემდეგ აჩვენებენ

პირველი ქართველი ქალი რეჟისორის აკრძალულ ფილმს 85 წლის შემდეგ აჩვენებენ

27 დეკ 2018
სალომე ზურაბიშვილი: შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

სალომე ზურაბიშვილი: შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

10 მარ 2019
გვაქვს პრობლემა, რაც განპირობებულია ცუდი მენეჯმენტით და ზედამხედველობით – ვასო ურუშაძე მეტროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

გვაქვს პრობლემა, რაც განპირობებულია ცუდი მენეჯმენტით და ზედამხედველობით – ვასო ურუშაძე მეტროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge