NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბექა დავითულიანი: „თბილისში პარკირების კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა“

ბექა დავითულიანი: „თბილისში პარკირების კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა“

10 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 733 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მთავარი, რაც მოხდა ამ გადაწყვეტილებით არის ის, რომ კომერციალიზებული საჯარიმო სისტემიდან გადავდივართ სამართლიან საჯარიმო სისტემაზე,“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დედაქალაქის პარკირების სისტემის სითი პარკიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციებში გადასვლას.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს ჯარიმის სამართლიანად გამოწერის და საურავების სამართლიანად დარიცხვის საკითხი აწუხებთ.

„დღეიდან ეს საკითხი მოწესრიგდება, რადგან კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა და ამას განახორციელებს თბილისის მერიას დაქვემდებარებული საჯარო სამსახური. შესაბამისად, პრობლემა მოიხსნება და სისტემა გახდება სამართლიანი,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარკირების პრობლემის მოგვარებაში მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ჩართვა წარმოუდგენელია და სიტუაციას გაართულებს, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ წარმოუდგენელი არაფერია.

„სატრანსპორტო სამსახური ამისთვის სრულად არის მზად. კერძოდ, მათ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, მონაცემთა ბაზა და შესაბამისი კვალიფიციური კადრები. ამიტომ პრობლემა არ იქნება და ამას ყველა ერთად ვნახავთ,“- დასძინა ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

კომენტარები

ბექა დავითულიანი ინტერესები პარკირება 2018-04-10
Tags ბექა დავითულიანი ინტერესები პარკირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ხალხის გულის მოგებაზე დაფუძნებულ მოკლევადიანი, ზედაპირული პიარ-ტაქტიკა“- შერგელაშვილი კალაძის გადაწყვეტილებაზე

შემდეგი სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში კორონავირუსით პირველად დაინფიცირდა შინაური ცხოველი

საფრანგეთში კორონავირუსით პირველად დაინფიცირდა შინაური ცხოველი

მაია ბარძიმაშვილი 03 მაი 2020
დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

27 სექ 2017
მოსამართლეთა შერჩევის წესი – ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია

მოსამართლეთა შერჩევის წესი – ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია

16 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

  • წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

    წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

  • იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

    იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

  • გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

    გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge