აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.
ცნობისათვის, ვიზიტი მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო.
ტრამპი ქვეყანაში დარჩება და ყურადღებას გაამახვილებს იმ ქიმიურ შეტევაზე, რომელიც გასულ კვირას სირიაში განხორციელდა, ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
ცნობისათვის, აშშ სირიის სამთავრობო ძალებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს. ტრამპის თქმით, ასეთი საქციელი უპასუხოდ არ დარჩება.
დონალდ ტრამპი პერუს დედაქალაქში გამგზავრებას პარასკევს გეგმავდა, შემდეგ კი კოლუმბიაში უნდა ჩასულიყო.
ამერიკის პრეზიდენტის ნაცვლად, ამ ქვეყნებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გაემგზავრება.
კომენტარები