საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა, გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ!”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარები