გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა ქადაგებისას პრემიერმინისტრს მრევლისთვის სიტყვით მიმართვა სთხოვა.
`გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდ ხანს გაგრძელდეს საქართველოში და მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება.
მინდა, ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს. როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ – მინდა, საქართველოს ვუსურვო, რომ როგორც ჭეშმარიტად ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის, გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ და ღმერთს შევთხოვ, რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს უდიდესი წყალობა ღვთისა, რასაც თქვენი პატრიარქობა ჰქვია, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
„ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენს წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება პრემიერმინისტრი გიორგი და მე მინდა, ვთხოვო მას, რომ მან მიულოცოს მრევლს აღდგომის დღესასწაული,” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
კომენტარები